ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ ირანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:
„კიდევ ერთხელ, ურსულა ფონ დერ ლაიენ — ეს თქვენი საქმე არ არის. საკმარისია! ეს ასი პროცენტით საგარეო პოლიტიკაა.”
“გსმენიათ კოშტასა თუ ქალბატონი კალასის შესახებ? ფონ დერ ლაიენი ზედმეტად ბევრ შეცდომას უშვებს. მას არც შესაბამისი კომპეტენცია აქვს, არც მანდატი, არც ისეთი აპარატი, რომელსაც დაეყრდნობა. ის მხოლოდ საკუთარი ნებითა და პირადი შეხედულებებით მოქმედებს.”
“მითხარით: საიდან იღებს ინფორმაციას კომისიის პრეზიდენტი? X-დან? მას არც დიპლომატიური სამსახური ჰყავს და არც დაზვერვა (თუმცა ამაზე ოცნებობს). სწორედ კალასია ის, ვისაც ეს ბერკეტები რეალურად გააჩნია. რატომ ეჯიბრება მას? რა მიზნით და რა შედეგები მოჰყვება ამას?“- წერს ევროპარლამენტარი.