08 აგვისტო 2026,   13:49
ვრცლად
რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე - ირანში საქართველოს საელჩო

ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

"რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ  საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს: +98 912 299 77 26; +995 599 98 01 89; +995 595 31 16 61; +98 912 075 83 97“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელის და ამერიკის ავიაცია თეირანს ბომბავს. სამიზნე ათობით სამთავრობო ობიექტი და ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა. აფეთქების ხმა ისმის აიათოლა ალი ხამენეის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სამიზნეშია ამოღებული - ირანის სამხედრო დაზვერვის შტაბი. ისრაელური მედიის ცნობით მიმდინარე ოპერაციას უკვე ეწოდა კოდური სახელი "ლომის ღრიალი".

თავდასხმის ოფიციალურ მიზეზად პრევენციული ღონისძიება სახელდება. კერძოდ, ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხის აღმოფხვრა.

 

დღის ამბები