კახეთში ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ყველა სახის ავტომობილისთვის გადაადგილება აკრძალულია.
უამინდობის პარალელურად აქტიურად იყრება ტექნიკური მარილი და ინტენსიურად იწმინდება გზები. შექმნილი ვითარების გამო დროებით თელავის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. უამინდობის გამო, აბონენტთა ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.