18 ივნისი 2026,   21:32
ვრცლად
"სტრატეგიული გარდატეხა ახლო აღმოსავლეთში" - ამ სათაურით საჯარო წერილს გენერალი იოავ გალანტი ავრცელებს

"სტრატეგიული გარდატეხა ახლო აღმოსავლეთში" - ამ სათაურით საჯარო წერილს გენერალი იოავ გალანტი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რეგიონში ძალთა ბალანსის მიმდინარე ფუნდამენტურ ცვლილებაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთი |პოსტ-ირანულ| ერაში შედის, სადაც უახლოეს კვირებში მიღებული გადაწყვეტილებები მომავალი ათწლეულების უსაფრთხოების არქიტექტურას განსაზღვრავს.

"უახლოეს კვირებში გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს, იქნება თუ არა "ირანის შემდგომი" ახლო აღმოსავლეთი უფრო სტაბილური, თუ უბრალოდ სხვაგვარად სახიფათო. ის ვინც პასუხის გაცემამდე ახალი წესრიგის საბოლოო ჩამოყალიბებას დაელოდება, აღმოაჩენს, რომ მასზე გავლენას ვეღარ მოახდენს,"- წერს იოავ გალანტი.

დღის ამბები