აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა.
"არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ ისინი არ არიან მზად, მოგვცენ ის, რაც უნდა მოგვცენ. ამით არ ვარ აღფრთოვანებული. ვნახოთ, რა მოხდება, მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმით, როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა. ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მინდა, შეთანხმება ახლავე მივიღოთ,"- აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპს ჰკითხეს რისკების შესახებ, რომლებიც შეერთებულ შტატს ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიან კონფლიქტში ჩართვის შემთხვევაში შეიძლება შეექმნას, თუკი ირანზე დარტყმას განახორციელებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა: "შეიძლება ითქვას, რისკი ყოველთვის არსებობს. იცით, როდესაც ომია, ყველაფრის რისკი არსებობს, როგორც კარგის, ასევე ცუდის".