08 აგვისტო 2026,   15:56
ვრცლად
თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს:

"ტექნიკური მარილით მუშავდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. ასევე, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს გარე განათების დაზიანებული ქსელის აღდგენა, სადენების მოწესრიგება და მოტეხილი ხეების დამუშავება-გატანა.

უხვი ნალექის გამო დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გზებზე არსებულ მდგომარეობას დღე-ღამის განმავლობაში მონიტორინგს უწევენ „თბილსერვის ჯგუფისა“ და რაიონული გამგეობების თანამშრომლები.
საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები