10 აგვისტო 2026,   14:11
ვრცლად
20-წლის შემდეგ, მსოფლიო კლასიკა - "სიამაყე და ცრურწმენა" ეკრანებზე ახალი ინტერპრეტაციით ბრუნდება

20-წლის შემდეგ, მსოფლიო კლასიკა - "სიამაყე და ცრურწმენა" ეკრანებზე ახალი ინტერპრეტაციით ბრუნდება.

ინგლისელი მწერლის ჯეინ ოსტინის რომანს ორი საუკუნის შემდეგ ამჯერად, "ნეტფლიქსი" აცოცხლებს.

ექვსეპიზოდიანი სერიალის ადაპტაციას ბესტსელერი ავტორი დოლი ოლდერტონი და რეჟისორი ეუროს ლინი ქმნიან. შემოქმედებითი გუნდის თქმით, სიუჟეტი ორიგინალური ტექსტის ერთგული, თუმცა თანამედროვე აუდიტორიაზე გათვლილი იქნება.

ნეტფლიქსმა პირველი ტიზერი უკვე გაავრცელა, რომელმაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ახალ სატელევიზიო ადაპტაციაში მთავარი როლები ბრიტანული კინოს გამორჩეულ მსახიობებს ერგოთ.

ელიზაბეთ ბენეტის პერსონაჟმა ემა კორინმა პოპულარობა სერიალით The Crown მოიპოვა. პრინცესა დაიანას როლისთვის მან „ოქროს გლობუსი“ მიიღო. მსახიობი ცნობილია ძლიერი, დამოუკიდებელი და ემოციურად მრავალფეროვანი პერსონაჟების შესრულებით, რაც ელიზაბეთ ბენეტის ხასიათთან ახლოს დგას.

მისტერ დარსის როლს შოტლანდიელი მსახიობი ჯეკ ლოუდენი ასრულებს. მაყურებელმა ის სერიალით Slow Horses - გაიცნო. ლოუდენი რთული პერსონაჟების როლში ხშირად გვევლინება, რაც კარგად ერგება მისტერ დარსის - ამაყ, თავშეკავებულ და შინაგანად მრავალშრიან გმირს.

კორინისა და ლოუდენის ტანდემი დიდ ინტერესს იწვევს. ისტორიის წარმატება სწორედ მთავარი გმირების ურთიერთობაზეა დამოკიდებული.

პროექტში ცნობილი მსახიობი, მათ შორის ოსკაროსანი ოლივია კოლმანი მონაწილეობს. ის მისის ბენეტის როლს მოირგებს.

"სიამაყე და ცრურწმენა“ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ეკრანიზებული რომანია, თუმცა ახალი სერიალი პირველი დიდი პროექტია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. ერთ ერთი ბოლო ეკრანიზაცია 2005 წელს შედგა.

პრემიერის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა სერიალს მაყურებელს 2026 წლის შემოდგომაზე იხილავს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები