დღეიდან, ყოველ პარასკევს, "კურიერის" დასრულებისთანავე, "რუსთავი 2-ზე" ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები და გადაცემა "ღამე მუზეუმში" გელით.
დღეს კი, მაყურებელი ჯერ ყველასათვის საყვარელ ფილმს - "ფეოლას" ნახავს, შემდეგ კი თომა ჩაგელიშვილის მიერ მომზადებულ გადაცემას "ღამე მუზეუმში", რომელიც ეროვნულ გმირს - მერაბ კოსტავას ეძღვნება.