08 აგვისტო 2026,   06:44
ვრცლად
ღვინის 8 000 წლიანი კულტურა და უნიკალური გასტრონომია - საერთაშორისო ინფლუენსერები საქართველოს გასტრო-ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ღვინის 8 000 წლიანი კულტურა და უნიკალური გასტრონომია - საერთაშორისო ინფლუენსერები საქართველოს გასტრო-ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ტურის ფარგლებში სტუმრები დედაქალაქსა და კახეთს ესტუმრნენ.დააგემოვნეს ტრადიციული კერძები და ქვევრის ღვინო.

მდიდარი ისტორიითა და უნიკალური გემოებით გამორჩეული სამზარეულო - უცხოელი სტუმრების შეფასებით, ქართულ კულინარიას მსოფლიო ტურისტულ რუკაზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. გასტრო ინფლუენსერები სხვადასხვა კვების ობიექტებს ესტუმრნენ და დაესწრნენ ღვინის მასტერკლასებს

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ინფლუენსერთა ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე სწორად პოზიციონირებაა. მსგავსი ვიზიტები კი ქვეყანას სამომავლოდ მაღალი ხარისხის, ავთენტურ და განსხვავებულ გასტრო-ტურისტულ მიმართულებად აქცევს.

საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები საკუთარი პლატფორმების საშუალებით სხვა მოგზაურებს გაუზიარებენ.

ავტორი: ელენე მაჭანკალაძე. 

დღის ამბები