13 აგვისტო 2026,   08:02
ვრცლად
პრემიერი: "საერთაშორისო გამჭვირვალობა" არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურის ლუსტრაცია. არათუ არ რეაგირებენ მედიის თავისუფლების ძირითად ხელყოფაზე, პირიქით, ცდილობენ კიდევ უფრო გააღრმაონ ამ ხელყოფის ხარისხი​

ეს ორგანიზაციაც განიხილება როგორც ე.წ. უფლებადამცველი და არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურის ლუსტრაცია. არათუ არ რეაგირებენ მედიის თავისუფლების ძირითად ხელყოფაზე, პირიქით, ცდილობენ კიდევ უფრო გააღრმაონ ამ ხელყოფის ხარისხი საკუთარი ჩარევით, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავოს "იმედისა" და POST TV-ისთვის ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების მიწოდებისგან, სერვისის გაწევისა და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია დადგება მეორადი სანქციის რისკის წინაშე.

"რაც შეეხება კანონის დარღვევას, ამის შეფასებას მე ვერ გავაკეთებ. ამისთვის არსებობს შესაბამისი სამართალდამცავი უწყებები. თუ ისინი დაინახავენ სამართალდარღვევის, მათ შორის სისხლის სამართლის ნორმის დარღვევის ნიშნებს, მათ შეუძლიათ ამაზე რეაგირება. შემიძლია პოლიტიკურად შეაფასო ეს განცხადება. ეს არის ძალიან მარტივად - სამშობლოს ღალატი, მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. ეს ორგანიზაციაც განიხილება როგორც ე.წ. უფლებადამცველი და არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურის ლუსტრაცია. არათუ არ რეაგირებენ მედიის თავისუფლების ძირითად ხელყოფაზე, პირიქით, ცდილობენ კიდევ უფრო გააღრმაონ ამ ხელყოფის ხარისხი საკუთარი ჩარევით. ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება. ასეთი ქმედებების გამოა, რომ მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რეიტინგი აბსოლუტურ ფსკერზეა. საზოგადოება აფასებს, ხედავს, რომ ისინი არიან მოღალატეები, საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილნი. მთელი ამ წლების განმავლობაში ეწევიან მტრულ საქმიანობას და ამის გამოა მათი რეიტინგი დაცემული ნულამდე", - აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები