ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის "ლეიბორისტულმა პარტიამ" გორტონისა და დენტონის ოლქში გადამწყვეტი არჩევნები წააგო "მწვანეთა პარტიასთან", რაც ისტორიული გარდატეხის ნიშანია და მაისის არჩევნების წინ სტარმერის პოლიტიკურ არეულობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
მედიის ცნიბით, "ლეიბორისტულმა პარტიამ" მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო "მწვანეთა პარტიის" წარმომადგენელმა, ჰანა სპენსერმა ხმების 40.7%-ით გაიმარჯვა.
ეს დამარცხება ხაზს უსვამს "ლეიბორისტული პარტიის" მხარდაჭერის შემცირებას სკანდალებისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე. სტარმერზე სულ უფრო მეტი ზეწოლა ხდება, რათა მან თავისი ლიდერობა დაამტკიცოს გადამწყვეტი არჩევნების წინ.
წყარო: CNN