03 აგვისტო 2026,   08:21
ვრცლად
ყველა მიმართულებით, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, კოჯორი, კიკეთი, წავკისი, ბეთანია, გზაზე ტექნიკური მარილი იყრება და თოვლისგან იწმინდება - გიორგი პაპავა

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად თოვს. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური გზები. კოჯრის, წყნეთისა და წავკისის დასახლებებში, ასევე ბეთანიისა და პანტიანის გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.

სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ასრულებენ. პროცესში ასევე ჩართულები არიან გამგეობების თანამშრომლები.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვა ხვალ საღამომდე გაგრძელდება.

"თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორის, გიორგი პაპავას განცხადებით ჯგუფები 12 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ, რათა გზებზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

"გუშინ, საღამოს დაიწყო ინტენსიური თოვა თბილისის მასშტაბით შემოერთებულ ტერიტორიებზე. 12 საათზე მეტია, რაც "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები ყველა მიმართულებით, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, ეს იქნება კოჯორი, კიკეთი, წავკისი, ბეთანია, თუ ა.შ.

ყველა მიმართულებით ახორციელებენ, როგორც თოვლის გაწმენდს, ასევე გზის დამუშავებას ტექნიკური მარილით.

თოვა გამოცხადებულია კიდევ 15 საათის განმავლობაში, შესაბამისად, უწყვეტ რეჟიმში, ყველა თანამშრომელი იქნება მობილიზებული, როგორც ახლა. 20-ზე მეტი მძიმე ტექნიკაა ჩართული. შეფერხების გარეშე გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი", - განაცხადა გიორგი პაპავამ.

 

დღის ამბები