ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სახელმწიფო რეფორმების კომიტეტში განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჯეფრი ეპშტეინისა და მისი პარტნიორის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
"მე არასოდეს მიფრენია ეფშტეინის თვითმფრინავით და არც მის კუნძულზე, სახლებსა ან ოფისებში ვყოფილვარ. ამასთან დაკავშირებით დასამატებელი არაფერი მაქვს", - ამბობს ჰილარი კლინტონი.
რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონი რომელსაც ეპშტეინთან დოკუმენტურად დადასტურებული მეგობრობა აკავშირებდა და 2000-იანი წლების დასაწყისში რამდენჯერმე იმგზავრა მისი თვითმფრინავით, ჩვენებას დღეს მისცემს.