ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა.
მოტივად დასახელდა ის გარემოება, რომ აღნიშნული ბანკი მხარს უჭერდა ირანთან, რუსეთსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ არალეგალურ აქტორებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ხაზინის დეპარტამენტის მტკიცებით ,ბანკმა ხელი შეუწყო კორუფციას, რომელიც დაკავშირებულია ვენესუელური და რუსული ფულის გათეთრებასთან, ასევე ტერორიზმის დაფინანსებას ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა" და მისი ძალების სახელით, რომლებიც შტატების სანქციების ქვეშ იმყოფებიან.