ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ "მასშტაბური" სამხედრო ოპერაცია დაიწყო - აცხადებენ აცხადებენ თალიბანის ოფიციალური პირები. მათი თქმით, ეს ისლამაბადის მიერ ახლახან განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხო რეაქცია იყო.
დაჯგუფების მთავარი სპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, ხუთშაბათს გვიან ღამით, საერთო საზღვრის გასწვრივ დაწყებული შეტევის შედეგად პაკისტანის "მრავალი" სამხედრო დაიღუპა, ხოლო ნაწილი ტყვედ აიყვანეს.
პაკისტანის ინფორმაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ "უმიზეზო ცეცხლს", პაკისტანის უსაფრთხოების ძალები "მყისიერი და ეფექტური ზომებით" უპასუხებენ და ასევე აღნიშნა, რომ ავღანურ მხარესაც მძიმე დანაკარგები აქვს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამ კვირის დასაწყისში, ისლამაბადმა ავღანეთში ღამით საჰაერო იერიშები განახორციელა, რომლის შედეგადაც, თალიბანის ცნობით, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.