18 ივნისი 2026,   21:29
ვრცლად
ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ეპშტეინის დანაშაულების შესახებ "არაფერი იცოდა" და ტრამპის დაკითხვას ითხოვს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე დახურულ სხდომაზე ჩვენებას აძლევს, რომელშიც აშშ-ის კანონმდებლებიც იღებენ მონაწილეობას.

შესავალ სიტყვაში ის რესპუბლიკელების მიერ მართულ წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს “პარტიულ პოლიტიკურ წარმოდგენაში“ ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩვენების მიცემა სთხოვოს.

კლინტონი აცხადებს, რომ მას ეპშტეინის დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და არ ახსოვს ოდესმე შეხვედროდეს ან ელაპარაკოს მასთან.

ამასთან, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა პარასკევს უნდა მისცეს ჩვენება. მან ადრე განაცხადა, რომ ეპშტეინის თვითმფრინავით იმგზავრა, თუმცა უარყოფს ეპშტეინის დანაშაულების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის ქონას ან მათში მონაწილეობას.

მოსალოდნელია, რომ კანონმდებლები მედიას კლინტონის ჩვენების შესახებ მთელი დღის განმავლობაში მიაწვდიან ინფორმაციას.

“კლინტონის განცხადება ცხადყოფს, რომ ის ბრძოლას არ თმობს”, -წერს ჩრდილოეთ ამერიკის კორესპონდენტი ენტონი ცურჩერი.

“არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეპშტეინის დოკუმენტებში, გარდაცვლილ სექსუალურ დამნაშავესთან დაკავშირებულ მილიონობით ფაილში მოხსენიება რაიმე დანაშაულს გულისხმობს”,- წერს BBC.

დღის ამბები