კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევების და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ.
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები პრეზიდენტმა გადასცა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თითოეული დაჯილდოებული საკუთარ საქმეს სამაგალითოდ ასრულებს და ქართული კულტურის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოები პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით გადაეცათ. სახელისუფლებო გუნდის ლიდერების განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებას იცავს.
კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით 30 ლაურეატი დაჯილდოვდა, მათ შორის მწერალთა სახლისა და ხელოვნების სასახლის დირექტორები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
დაჯილდოებულთა შორის არიან შუახევის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის "ფესვების" წევრები. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ესწრებოდა.
სიტყვით გამოსვლის დროს თითოეული ლაურეატის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა კულტურის მინისტრმა. თინათინ რუხაძის თქმით, გამოცდილება, რომელსაც ისინი ფლობენ ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოვანესია.
პრეზიდენტის სასახლეში გამართული ღონისძიების დროს არაერთხელ ითქვა, რომ ის გამოცდილება, რასაც დღეს დაჯილდოებულები ფლობენ ახალ თაობისთვის საჭირო და აუცილებელია.