03 აგვისტო 2026,   07:34
ვრცლად
დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით - 42 წლის მამაკაცმა პოლიცია ნარკოტიკების სამალავებთან თავად მიიყვანა

42 წლის მამაკაცმა პოლიცია ნარკოტიკების სამალავებთან თავად მიიყვანა. შავი წებოვანი ლენტით დაფასოებული "ალფა-პვპ" ხის ძირში, ფოთლებში ჰქონდა დამალული.

სანამ ხელბორკილებს დაადებდნენ, 42 წლის მამაკაცი პატრულმა შეაჩერა და გადაამოწმა. ჯიბეში 25 შეკვრა დაფასოებული "ალფა-პვპს" მალავდა. სწორედ პირადი ჩხრეკის შემდეგ გავიდნენ სამართალდამცველები ნარკოტიკების სამალავების კვალზეც. ირკვევა, რომ დაკავებამდე მას 5 შეკვრა "ალფა-პვპ" უკვე დადებული ჰქონდა, თუმცა რეალიზაცია ვერ მოასწრო. ნივთმტკიცებები პოლიციამ კლიენტის მისვლამდე იპოვა.

დაკავებულს ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება, ის დანაშაულს არ აღიარებს.

"კურიერის" ინფორმაციით, ე.წ. დადების მეთოდით მოქმედებდა ირანის მოქალაქე ალი ბანდიეგი. პოლიციამ ის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა.

ეს კადრები მის დროებით საცხოვრებელ ბინაშია გადაღებული. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკთან ერთად, ირანის მოქალაქე სახლში ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალებსაც ინახავდა.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება ანჯაფარიძის ქუჩაზე, ამ საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობდა. ბინიდან 183 შეკვრა ნარკოტიკია ამოღებული.

ადვოკატის თქმით, ირანის მოქალაქეს წარდგენილ ბრალზე საჯაროდ საუბარი არ სურს. "კურიერის" ინფორმაციით, ალი ბანდიეგი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი პოლიციამ თბილისში სხვადასხვა უბანში დააკავა. საპოლიციო ღონისძიების შედეგებზე კომენტარი დღეს შსს-ში გაკეთდა.

დაკავებულები სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები