10 აგვისტო 2026,   12:43
ვრცლად
"ტვ პირველის" ტყუილი - პროპაგანდისტული მედია საფრანგეთის საელჩოს "რუსთავი 2-ზე" თავდასხმას აბრალებს

პროპაგანდისტულმა "ტვ პირველმა" გაავრცელა ტყუილი და დაადანაშაულა საფრანგეთის საელჩო, რომ თითქოს "რუსთავი 2", საფრანგეთის საელჩომ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილა.

რეალურად, საფრანგეთის ელჩმა "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეხებოდა მედვედევის ციტატას და ამის საილუსტრაციოდ თან დართული ჰქონდა "რუსთავი 2-ის" ქარდი.

ზუსტად იგივე ინფორმაცია, რაც დიმიტრი მედვედევმა თქვა და შემდეგ "რუსთავი 2-მა" გააშუქა, ასევე გააშუქა საქართველოში აბსოლუტურად ყველა მედიამ, მათ შორის "ინტერპრესნიუსმა", "ტაბულამ", "კომერსანტმა", bm.ge-მ და ა.შ.
თუმცა პროპაგანდისტულმა "ტვ პირველმა" საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ისე გამოაქვეყნა სტატია, თითქოს საფრანგეთის ელჩმა "რუსთავი 2" რუსული პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას აპირებენ. 


 

დღის ამბები