18 ივნისი 2026,   22:33
ვრცლად
ვისურვებდი, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე გადაწყვეტილება მიიღონ სამართლიანად, გარე ჩარევებს თუ დავინახავთ, ჩვენ გვაქვს ამასთან საბრძოლველი ინსტრუმენტები - მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აშშ-ს მოუწოდებს, არ ჩაერიოს ევროპის არჩევნებში. ამის შესახებ მან Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მეცოლას თქმით, მას სურს, თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, მისასალმებელი არ არის.

Politico-სთან ინტერვიუში მეცოლამ განაცხადა, რომ ევროკავშირი არ გამოთქვამს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გაიმარჯვოს ნოემბერში აშშ-ის შუალედურ არჩევნებში და სანაცვლოდ იგივე დამოკიდებულებას ითხოვს.

"ჩვენ ხშირად განვიხილავთ ამას ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან - ისევე, როგორც ნოემბრის არჩევნებზე არ ვეტყოდით, რა უნდა გააკეთონ, ეს ერთგვარი თხოვნაა, რომელსაც სანაცვლოდ ვუყენებთ. მსურს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლოს თავისუფლად და სამართლიანად მიიღოს გადაწყვეტილებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ეს ნიშნავს, რომ თუ გარე ჩარევას, მანიპულირებას ან ამომრჩევლის არასწორ ქცევას დავინახავთ, ჩვენ გვექნება ამის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები“, - განაცხადა მეცოლამ.

ამავე ინტერვიუში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ გამოსავალს, რაც ირანში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას გააჩენს.

„მივესალმებით ნებისმიერ გამოსავალს, რაც გააჩენს შესაძლებლობას, ირანში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ირანელებს ჰქონდეთ საშუალება, თავად აირჩიონ ლიდერები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამის შესაძლებლობა გაჩნდეს. გვირჩევნია არასამხედრო გამოსავალი, რაც ასევე ბევრი ირანელის თხოვნაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ირანელებს სურთ ცვლილებები“, – აღნიშნა მეცოლამ.

დღის ამბები