შეერთებულმა შტატებმა ანტი-რუსული რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. საუბარია გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე სახელწოდებით - "უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მხარდაჭერა".
დოკუმენტი მოუწოდებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რეზოლუციას ხმა მისცა 107-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, 51-მა კი თავი შეიკავა. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, სომხეთი და უნგრეთი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა ქვეყანას, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, მადლობა გადაუხადა.