10 აგვისტო 2026,   18:43
ვრცლად
Agence France-Presse: ევროკავშირი რადიკალურ დაჯგუფება "თალიბანთან" ავღანეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებს განიხილავს

ევროკავშირი რადიკალურ დაჯგუფება "თალიბანთან" ავღანეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებს განიხილავს, - ინფორმაციას "ფრანც პრესი" ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო, წერს, რომ ამ მიზნით, ბრიუსელმა ქაბულში თალიბანის ადმინისტრაციასთან კონტაქტი დაამყარა, ხოლო ევროკომისიის მაღალჩინოსნებმა ავღანეთში ორი ტექნიკური მისია განახორციელეს.

დაჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა თანამშრომლობის სტრუქტურა და რეადმისიის პროცედურების ორგანიზების შესაძლებლობები განიხილეს.

დღის ამბები