ზამთრის ოლიმპიადის მეორე დღე - დღეს მილანსა და კორტინაში გუნდურ შეჯიბრებაში ნიკა ეგაძე იასპარეზებს. სწორედ მისი გამოსვლის შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას და მედლებისთვის ბრძოლას.
გუნდურ ასპარეზობაში პირველ დღეს საქართველოს ნაკრები დიანა დევისისმა და გლებ სმოლკინის წყვილმა წარმოადგინა, სპორტულ ცეკვებში კი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა წარსდგნენ.
ქალთა შორის მოკლე პროგრამაში ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა. საერთო გუნდურ ჩათვლაში, სამი დისციპლინის შემდეგ, საქართველოს 20 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.
მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა. მიხეილ ყაველაშვილმა და მაკა ბოჭორიშვილმა ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ნაკრების გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე შედეგიანი იქნება.