09 აგვისტო 2026,   19:50
ვრცლად
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე არაგვის ხიდზე დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა და მიმდინარეობს ხიდის შეკეთება - გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, არაგვის ხიდზე დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა. მიმდინარეობს ხიდის შეკეთება.

საავტომობილო მოძრაობა ხვალ დღის განმავლობაში სრულად აღდგება. პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. 

დღის ამბები