10 აგვისტო 2026,   17:27
ვრცლად
"ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოზიციები სწორად იყოს პარტნიორებისთვის მიწოდებული, სწორად იყოს მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს შესახებ" - მაკა ბოჭორიშვილი

"ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და ასევე სხვა ლიდერებს, სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებს," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საუბრობს.  

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებისთვის სწორად იყოს მიწოდებული, ასეთი ღონისძიებები კი აზრების გაცვლისთვის კარგი შესაძლებლობაა.  

"ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით არა ერთ ლიდერს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ გახსნის ცერემონიაში. მათ შორის, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და ასევე სხვა ლიდერებს, სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოზიციები სწორად იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის მიწოდებული, სწორად იყოს მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს შესახებ და რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც ასეთ ღონისძიებებზე ხდება მონაწილეობის მიღება, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა აზრების გაცვლა-გამოცვილს," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ესაუბრნენ. მათ შორის, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს. აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ჯეი დი ვენსთან და მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთო ღირებულებებს.

 

 

დღის ამბები