"მწვანე კვირეული" - ამ სახელწოდების ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პავილიონი გაიხსნა. 15-მა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგრო-სასურსათო პროდუქცია გააცნო.
ქართული სტენდის სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ.
წელს, გამოფენაში 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1600-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.