10 აგვისტო 2026,   04:04
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფციის სიმცირე - ეს ყველაფერი ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნის საქართველოში ბიზნესის საკეთებლად

საქართველოში ძალიან კარგი გარემო გვაქვს ბიზნესის საკეთებლად, ეკონომიკური საქმიანობის ან ინვესტიციის განსახორციელებლად - გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფციის სიმცირე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, Gulf Today-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის საქართველოში ბიზნესის საკეთებლად.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უპრეცედენტო მასშტაბის, 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საკმაოდ გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა.

"მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია Eagle Hills-ის უმსხვილესი, 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ყველა მათგანი სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მიმაჩნია, რომ ჩვენც სანდო პარტნიორები ვართ მათთვის", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები