18 ივნისი 2026,   23:56
ვრცლად
"ევრონიუსი": ლატვიის პრემიერი და ესტონეთის პრეზიდენტი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების მოწოდებით გამოდიან

ლატვიის პრემიერი და ესტონეთის პრეზიდენტი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების მოწოდებით გამოდიან. ინფორმაციას "ევრონიუსი" ექსკლუზიურად ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ და ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა კრემლთან კავშირის აღსადგენად ევროპის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა მოითხოვეს. "ევრონიუსის" მონაცემებით, ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთის მიმართ ახალ მიდგომას აანონსებენ, რათა გავლენა მოიპოვონ ვაშინგტონს, კიევსა და მოსკოვს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის ინიციატივით მანამდე უკვე გამოვიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი. გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთი ევროპულ ქვეყნად გამოაცხადა და ევროკომისიაც უკვე აღარ გამორიცხავს კრემლთან მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობას.

დღის ამბები