14 აგვისტო 2026,   05:26
ვრცლად
შვედეთმა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა და ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედების ერთ-ერთი ინიციატორი გახდა - ოფიციალური სტოკჰოლმის ამ პოზიციას "ქართული ოცნება" მიკერძოებულსა და უსაფუძვლოს უწოდებს

უმრავლესობის ლიდერის მიმართვის ადრესატი შვედეთია - სახელმწიფო, რომელმაც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა და ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედების ერთ-ერთი ინიციატორი გახდა. ოფიციალური სტოკჰოლმის ამ პოზიციას "ქართული ოცნება" მიკერძოებულსა და უსაფუძვლოს უწოდებს. ქვეყანას კი ურჩევს, საკუთარ გამოწვევებზე იფიქროს. მიუთითებს კონკრეტულ ფაქტებზე.

ფიქრობდნენ, თუმცა აღარ უპასუხეს. ოპოზიციამ დარბაზში შვედეთის გადაწყვეტილებაზე აღარაფერი თქვა. პარლამენტს გარეთ მყოფებმა კი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს გამოწვევებზე საუბარს არარელევანტური უწოდეს.

"ქართული ოცნებისთვის" სადავო არ არის, რომ შვედეთი საქართველოს ორმაგი სტანდარტით აფასებს, ფაქტების გარეშე აკრიტიკებს და ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა იმ გლობალური ძალის ინტერესებშია, რომელიც არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯისთვის არა მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებს, არამედ კონკრეტულ ორგანიზაციებსაც იყენებს.

სწორედ რადიკალიზმის და ძალადობის მხარდაჭერად აფასებს მმართველი პარტია შვედეთის moderate youth party-ს გადაწყვეტილებას, რომელმაც ქართველ დემონსტრანტებს თავისუფლების პრიზი გადასცა.

დღის ამბები