14 აგვისტო 2026,   16:22
ვრცლად
უცხოელი დონორების შერჩევითი მიდგომა NGO-ებთან - "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარემ, "რუსთავი 2-ზე" გამართულ დებატებში თქვა, რომ გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ორგანიზაციას პრობლემები არა სახელმწიფომ, არამედ უცხოელმა დონორმა შეუქმნა

"მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარემ, "რუსთავი 2-ზე" გამართულ საჯარო დებატებში თქვა, რომ გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ორგანიზაციას პრობლემები არა სახელმწიფომ, არამედ იმ უცხოელმა დონორმა შეუქმნა, რომელმაც მოძრაობას, მოგებული გრანტი აღარ გადასცა. ნინო ჩხობაძემ ეს განცხადება, შალვა პაპუაშვილის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

პრობლემა, რომელზეც მმართველი ძალა მრავალი წელია საუბრობს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მხოლოდ ახლა, მას შემდეგ დაადასტურა, რაც ერთ-ერთი რეგიონის განვითარების მიზნით დაწერილი პროექტი, უცხოურმა დამფინანსებელმა, მისთვის გაურკვეველი მიზეზით ჩააგდო.

ენჯეოების მიმართ, უცხოელ დონორებს, რომ შერჩევითი მიდგომა აქვთ ამას ოპოზიციის ნაწილიც აღიარებს. გახარიას გუნდისგან განსხვავებით, დღეს უფრო მეტი თქვა "ნაციონალურმა მოძრაობამ". სააკაშვილის პარტიაში ადასტურებენ, რომ გარკვეული ორგანიზაციები, დამფინანსებლების მხრიდან სირთულეებს არც ახლა აწყდებიან.

მმართველ გუნდში დარწმუნებით ამბობენ, რომ უცხოელი დამფინანსებლების მთავარი მიზანი, ქვეყანაში არეულობის მოწყობა და რევოლუციური პროცესის განვითარებაა. პროექტები კი, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება და ფინანსურ გამჭვირვალობას ითვალისწინებს, "ქართული ოცნების" თქმით, დონორების ინტერესის სფეროც აღარ არის.

რაში იხარჯება უცხოური ფული?- ფინანსური გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რასაც დონორების შემთხვევაში საქართველო ითხოვს, ევროპელი დეპუტატების ნაწილისთვისაც პრიორიტეტია. ევროპარლამენტარი ადრიაშ ლასლო ამბობს, რომ 2019-2023 წლებში, ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებზე 17 მილიარდი ევრო დახარჯა, თუმცა ამ გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაცია არსად იძებნება.

დღის ამბები