18 ივნისი 2026,   22:46
ვრცლად
"ქვეწარმავლების წვიმა ფლორიდის შტატში" - უჩვეულოდ ცივი ამინდის გამო პარალიზებული იგუანები ხეებიდან ვარდებიან

"ქვეწარმავლების წვიმა ფლორიდის შტატში" - აშშ-ში, ფლორიდის შტატში, უჩვეულოდ ცივი ამინდის გამო პარალიზებული იგუანები ხეებიდან ვარდებიან და მოსახლეობას მათი შეგროვება უწევს, - იუწყება New York Post-ი.

მედიის ცნობით, როდესაც ტემპერატურა ეცემა, ეს ცივსისხლიანი არსებები უმოძრაო ხდებიან. მათივე ინფორმაციით, ფლორიდაში დაახლოებით მილიონი იგუანა ცხოვრობს ხეებზე და მათი პარალიზება, პრაქტიკულად "ქვეწარმავლების წვიმას" იწვევს.

"ისინი პატარა ყინულის პაკეტებს ჰგვანან“, - განაცხადა ჯესიკა კილგორმა, იგუანების დაჭერის კომპანიის, „იგუანა სოლუშენსის“ წარმომადგენელმა.

New York Post-ის ინფორმაციით, ფლორიდელებს, როგორც წესი, იგუანებთან შეხება ეკრძალებათ, თუმცა ამ ზამთარს სიტუაცია იმდენად სერიოზული გახდა, რომ ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიამ გადაწყვიტა, პანჰენდლის მთელ ტერიტორიაზე იგუანების შეგროვების დროებითი პუნქტები მოეწყო.

დღის ამბები