13 აგვისტო 2026,   07:02
ვრცლად
"არ მგონია, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ვერ მოიძიონ არსებობის ან საქმიანობის საშუალებები... ამ კანონპროექტში მთავარია საქმიანობა მიმართული სახელმწიფოს ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ - საქმიანობა, რომელიც აზიანებს ქვეყანას და სახელმწიფოს" - კოტე ჟღენტი

თუ კანონი ისეთ სირთულეებს ქმნის, რომელიც არ აძლევს საშუალებას პოლიტიკურ ძალებს მოქმედების, რა თქმა უნდა, ეს კანონპროექტი და კანონი არ ვარგა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ამ დებატების, განხილვის შედეგად, უნდა დაზუსტდეს, რა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, - ამის შესახებ პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი კოტე ჟღენტი "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "დებატები" აცხადებს.

"არა მგონია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ვერ მოიძიონ არსებობის ან საქმიანობის საშუალებები, რატომ - გეტყვით. ამ კანონპროექტში მთავარი არის საქმიანობა მიმართული სახელმწიფოს ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ. საქმიანობა, რომელიც აზიანებს ქვეყანას და სახელმწიფოს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ და, თუკი სხვა პარტიაც დარწმუნებულია იმაში, რომ არაფერს არაკანონიერს ის არ აკეთებს და პირიქით, მისი საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ კანონებზე დამყარებული განვითარება იყოს ქვეყანაში და სახელმწიფოში... სახელმწიფო ეს არის, ამაზე უკეთესი არ მოუგონიათ, ვიცით ყველამ, რომ კანონი არსებობს და ის კანონი უნდა შეასრულო. ამიტომ, თუ კანონი ისეთ სირთულეებს ქმნის, რომელიც არ აძლევს საშუალებას პოლიტიკურ ძალებს მოქმედების, რა თქმა უნდა, ეს კანონპროექტი და კანონი არ ვარგა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ამ დებატების, განხილვის შედეგად, უნდა დაზუსტდეს ზუსტად, რა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“, - აცხადებს კოტე ჟღენტი. 

დღის ამბები