18 ივნისი 2026,   22:47
ვრცლად
"მე ვარ მაგი, ილუზიონისტი და ექსტრემალური არტისტი" - მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი არასრულწლოვანების სექსუალურ ტრეფიკინგსა და პედოფილიაში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის სკანდალურ ფაილებში

მიხეილ სააკაშვილი ჯეფრი ეპშტეინის სკანდალურ ფაილებში - საქართველოს ექსპრეზიდენტის სახელი და გვარი ამერიკელი ფინანსისტის, სექსუალურ ტრეფიკინგსა და პედოფილიაში ბრალდებულის პირად დოკუმენტებში მას შემდეგ დღეს გამოჩნდა, რაც შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა მორიგი სერია გამოაქვეყნა. ეპშტეინის ფაილებში სააკაშვილზე არსებული ინფორმაცია მცირეა, თუმცა დოკუმენტების ნაწილი დაშიფრულია.

ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის გვარი იკითხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ დოკუმენტში, რომელშიც ილუზიონისტი დეივიდ ბლეინი იხსენებს მის პროფესიულ კავშირს ყოფილ პრეზიდენტთან. ჩამონათვალშია სხვა ქვეყნების ლიდერებიც, რომლებისთვისაც წარმოდგენები გამართა, მათ შორის დიმიტრი მედვედევი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. 

"ჩემი სახელია დევიდ ბლეინი, მე ვარ მაგი, ილუზიონისტი და ექსტრემალური არტისტი. სახელი გავითქვი ჩემი გახმაურებული ექსტრემალური ნომრებით და აღიარება მოვიპოვე, როგორც ქუჩის წარმოდგენებით, ისე მიკრომაგიის ნომრების შესრულებით. მქონია გამოსვლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დავამყარე რამდენიმე მსოფლიო რეკორდი. ვმოგზაურობდი საერთაშორისო მასშტაბით და პირადად ვაჩვენე ჩემი მაგია პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და ჰილარი კლინტონს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, პენტაგონში თავდაცვის მდივან დონალდ რამსფელდს, გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერს, ჰენრი კისინჯერს, ბილ გეიტსს და მერს მაიკლ ბლუმბერგს. ასევე გამოვსულვარ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის და ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის წინაშე", - წერს დევიდ ბლეინი.

დღის ამბები