04 აგვისტო 2026,   09:39
ვრცლად
ვაქცინის არასათანადო პირობებში შენახვა, ვადაგასული წამლები და ინსტრუმენტების გამოყენება სტერილიზაციის გარეშე - დარღვევები ვეტერინარულ კლინიკებში

ნათია ბერიძის ვეტერინარული კლინიკა ერთ-ერთია იმ რვა ობიექტს შორის, სადაც, შემოწმების შედეგად, დარღვევები გამოვლინდა. კვლევებმა აჩვენა, რომ კლინიკაში არ იყო დაცული სანიტარული ნორმები. მეტიც, არ ხდებოდა ინსტრუმენტების სათანადო სტერილიზაცია, რის გამოც ობიექტი 1 000 ლარით დაჯარიმდა.

შემოწმებამ დაადასტურა ისიც, რომ ზოგიერთი ვეტერინარული კლინიკა მკურნალობის პროცესში ვადაგასულ პრეპარატებს იყენებდა, ვაქცინებს კი წესების დარღვევით ინახავდა. ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს საერთოდ არ ჰქონდა ეტიკეტი. ვეტ აფთიაქებსა და ზოომაღაზიებში ჩატარებულმა მოკვლევამ აჩვენა ისიც, რომ ზოგიერთი საქმიანობას კანონდარღვევით, სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა.

სწორი მედიკამენტოზური მკურნალობა, ვაქცინის შენახვის წესების დაცვა და პროცესში მაქსიმალური ჰიგიენური თუ სანიტარული ნორმების დაცვა - სპეციალისტები კომპლექსურ მიდგომებზე საუბრობენ, რომელსაც დაავადების პრევენცია შეუძლია.

დარღვევები მთავარმა მაკონტროლებელმა გამოავლინა. სურსათის უვნებლობა ზოომაღაზიებში, კლინიკებსა და აფთიაქებში კონტროლს განაგრძობს. მიმდინარე წლის განმავლობაში 1 500-მდე ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

სურსათის ეროვნულმა სამსახურმა, კონტროლი თბილისში 20 ობიექტზე განახორციელა. სანიტარული ნორმების დარღვევის გამო, 7 ობიექტი 1000 ლარით დაჯარიმდა. კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ფინანსური სანქცია გაორმაგდება.

დღის ამბები