13 აგვისტო 2026,   11:58
ვრცლად
რატომ რეგისტრირდება ქართული NGO-ები და მედიის ნაწილი ესტონეთში? - "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ბალტიის ქვეყნებში მისამართების გადატანა იმ სქემის ნაწილია, რომლითაც საქართველოში ფული კანონის გვერდის ავლით უნდა შემოვიდეს

აღიარება გურამ მაჭარაშვილისთვის გელა მთივლიშვილის ის "ფეისბუქ" სტატუსი გახდა, რომლითაც ონლაინგამოცემის რედაქტორმა სცადა, დაემტკიცებინა, რომ ქართული ორგანიზაციები ესტონეთში, არა დანგრეულ და მიტოვებულ, არამედ კომპანიებისთვის შესაფერის შენობაში არიან დარეგისტრირებული. სრულიად განსხვავებული სურათია დოკუმენტაციაში - ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული მონაცემების მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ოფისს სწორედ ეს კედლები წარმოადგენს.

ადრესატი ენჯეოები ისევ დუმილს ირჩევენ - ისინი "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

მიხეილ სააკაშვილის გუნდისგან გმირად გამოცხადებულ ენჯეოებთან და მედია ორგანიზაციებთან კითხვები აქვს გახარიას პარტიას, ექსპრეზიდენტის გუნდი კი ფაქტობრივად ესტონეთში და ფაქტობრივად საქართველოში - ორგანიზაციების მუშაობაში პრობლემას ვერ ხედავს.

კითხვები არ აქვს "ქართულ ოცნებას". მმართველი გუნდი ყალბ უცხოურ ორგანიზაციებსა და იმ გზებზე საუბრობს, რომლითაც ევროპელი ბიუროკრატები მათგან მართული ენჯეოებისთვის, კანონის გვერდის ავლით, ფულის მიწოდებას ცდილობენ.

ტალინში, ლიანდაგის გვერდით, დანგრეული შენობის ქართველი მეპატრონეების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ გასულ კვირას გაავრცელა. ეკა გიგაურისა და ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისების მისამართზე რეგისტრირებულია ასევე "პუბლიკა", "ტაბულა", on.ge. ესტონური არასამთავრობო ორგანიზაციის კონტენტ კრეატორად იძებნება კონსტანტინე ჩახუნაშვილიც - BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმის მთავარი რესპონდენტი.

დღის ამბები