12 აგვისტო 2026,   04:35
ვრცლად
სამეგრელოს უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს

სამეგრელოს უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. მათ შორის არის როგორც საგარეო, ისე საშინაო და ადმინისტრაციული მოწყობის საკითხები.

საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ უნდა გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულების ინსტიტუტი. რეგიონების კურატორების ფუნქცია კი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეებმა უნდა შეასრულონ.

მათი მოსაზრებით, უნდა გაუქმდეს სახელმწიფოს სტრუქტურებში არსებული სამეთვალყურეო საბჭოები და სსიპები. უხუცესთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ფრიდონ ინჯია, ვალერი კვარაცხელია და ზურაბ ჩხაიძე არიან, ფიქრობენ, რომ აუცილებელია დიალოგი რუსეთთან.

დღის ამბები