10 წლის დაჩი ცინცაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოზარდს ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა. გასულ წელს თურქეთის კლინიკაში ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. რამდენიმე დღის წინ დაჩი ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს თრომბოციტოპენიის მძიმე ჩვენებით. მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
ექიმებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა დაუნიშნეს - იმუნოგლობულინის გადასხმა, რომლის დღიური ღირებულება 4 300 ლარია. საჭიროა 5 დღის განმავლობაში აღნიშნული წამლის მიღება.
დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:
საქართველოს ბანკი: #GE56BG0000000533378455
თიბისი ბანკი: #GE06TB7429645164300002
პ/ნ: 13001067779
მიმღები: ნათია მჭედლიშვილი