30 ნოემბერი 2020,   10:11
ვრცლად
ზუგდიდში ბანკის ფილიალში 2 თავდამსხმელია შეჭრილი - შენობაში იმყოფება 30-მდე მოქალაქე

ზუგდიდის ცენტრში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმის გამო სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

"კურიერი" ბანკის ერთ-ერთ კლიენტს ესაუბრა, რომელსაც თავდამსხმელებმა შენობის დატოვების უფლება მისცეს. ასაკოვანი ქალის თქმით ის შეუძლოდ გახდა. მისი ინფორმაციით, ბანკში 2 შეიარაღებული პირია შეჭრილი და შენობაში ამ დრომდე დააახლოებით 30 ადამიანი იმყოფება.

სპეცოპერაცია "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ცენტრალურ ფილიალში დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიწყო. სამართალდამცველების მიერ შენობაში მყოფი მოქალაქეების გამოყვანა მიმდინარეობს.

დღის ამბები