08 დეკემბერი 2019,   11:38
ვრცლად
უმრავლესობის რიგები ზვიად ძიძიგურმა და "ქართული ოცნება - კონსერვატორების" ​ნაწილმა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა - ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობის რიგები "ქართული ოცნება - კონსერვატორების" ​ ფრაქციის ნაწილმა დატოვა, რომელთა შორის არიან ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია.

გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობა სულ 12-მა დეპუტატმა დატოვა. "კონსერვატორებთან" ერთად მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.

დღის ამბები