სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს საკვირაო წირვას ვერ დაესწრება.
როგორც "რუსთავი2-ს" პატრიარქის პირადმა ექიმმა უთხრა, პარტიარქს სეზონური გრიპის ვირუსი აქვს.
"რამდენიმე დღის წინ პატრიარქს სეზონური ვირუსის გამო, მაღალი სიცხე ჰქონდა. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებებლია. ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, აუცილებია მისი სახლის პირობებში ყოფნა, რის გამოც ის საკვირაო წირვას ვერ ესწრება," - აღნიშნა ცისანა შარტავამ.