15 სექტემბერი 2019,   09:32
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"რუსთავი 2"-ის პარტნიორთა კრება - არხის 9%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიას გადაყენებას ითხოვს

"რუსთავი 2"- ში პარტნიორთა კრება მიმდინარეობს. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. არხის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. პარტნიორთა კრებას, ნინო ნიჟარაძის პრეტენზიებს მისი ადვოკატი აცნობს. 

ნიკა გვარამიას გადადგომის მოთხოვნის მთავარი არგუმენტი, არხის სარედაქციო პოლიტიკაა. ნინო ნიჟარაძის ინტერესების დამცველს, მაგალითად, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის, საავტორო მონოლოგი მოჰყავს, სადაც გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი, უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. 

ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ გაბუნიას მონოლოგის გამო, არხმა სერიოზული ზიანი მიიღო. რაზეც პასუხისმგებლობა მენეჯერმა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.  

„მთავარი არგუმენტი გახლავთ  ის სარედაქციო პოლიტიკა, რასაც უკანასკნელ პერიოდში აქვს ადგილი. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, იმ გამოსვლის შედეგად, ვგულისხმობ ბატონი გაბუნიას მხრიდან გამოსვლას, გამოსვლის შედეგად განვითარებული, რაც ტელეარხთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენი შეხედულებით და შეფასებით, ეს წარმოადგენს არხის დისკრედიტაციას. მიგვაჩნია, რომ ეს უშუალოდ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ამ შემთხვევაში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარტნიორებმა მხარი დაგვიჭირონ, რომ დღევანდელ სხდომაზე იყოს ეს საკითხი განხილული“ - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი გაბუნიასთვის ორი თვით, უფლებამოსილების შეჩერება საკმარისი არ არის.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეგ არ არის საკმარისი, ეს არის მენეჯერის გადაწყვეტილება მისი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია, პარტნიორებმა დირექტორის საქმიანობას შეფასება უნდა მისცენ ამ კუთხითაც“ - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

 

პარტნიორთა კრების სრული ჩანაწერის სანახავად გადადით ბმულზე

დღის ამბები