23 სექტემბერი 2019,   09:01
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში მოქმედი ქართული სიმღერის ანსამბლი ქართველების გარეშე

დიდ ბრიტანეთში ქართული სიმღერის 11 ანსამბლია. მათი უმეტესობა პროფესიონალური გუნდია და პოლიფონიურ სიმღერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, დაუჯერებელი ავთენტურობით ასრულებენ.

მათ მასტერკლასებით ხშირად ეხმარებიან საქართველოდან ბრიტანეთში ჩასული ქართველი შემსრულებლებიც. ერთ-ერთმა ასეთმა ანსამბლმა ლონდონში კონცერტი გამართა.  მათ ანსამბლს „მასპინძელი“ ჰქვია. მღერიან მხოლოდ ქართულ ხალხურ სიმღერებს და კონცერტებს ძირითადად ლონდონის, ოქსფორდის, კემბრიჯისა და ბრისტოლის მასშტაბით მართავენ. მათი აუდიტორიაც მეტწილად ბრიტანულია.

ერთი შეხედვით ეს ანსამბლი აბსურდს ჰგავს - ქართული გუნდი ქართველების გარეშე.

„დახუჭე თვალები და მოგეჩვენება, რომ ეს მართლაც ქართული ხმებია, სოლისტით, რომელიც ისევე პოულობს სწორ და ძლიერ ნოტებს, როგორც ეს თბილისში შეუძლიათ “ - დაწერა “The Independence”-მ. ამ გამოცემამ სხვა ბრიტანული გამოცემების მსგავსად „მასპინძელს“ ავთენტურობა შეუქო.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.

დღის ამბები