26 მაისი 2018,   18:04
ვრცლად
მეტროსადგურ დელისზე მამაკაცი გარდაიცვალა

მეტროსადგურ დელისზე მამაკაცი გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევაა, თუმცა ინფორმაციას საბოლოოდ სამედიცინო ექსპერტები დაადასტურებენ, რომლებსაც ამ წუთებში ელოდებიან. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. 

როგორც შსს-ში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

დღის ამბები