26 იანვარი 2021,   09:53
ვრცლად
"ნუ მესაუბრები რუსულად" - ზაზა ფაჩულიას პასუხი რუსულად მიმართვაზე

ისრაელში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ ზაზა ფაჩულია ჟურნალისტებს დაგეგმილზე მეტხანს ესაუბრებოდა.  იტალიის ნაკრების მწვრთნელმა კი ფაჩულიას რუსულად მიმართა - "დააჩქარე, დააჩქარე", რადგანაც იტალიის ვარჯიში უნდა დაწყებულიყო.

ფაჩულიამ კი მწვრთნელს ინგლისურად უპასუხა - "ნუ მესაუბრები რუსულად".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე პირველ შეხვედრას ხვალ, 31 აგვისტოს ლიტვის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება.

ვიდეო: პირველი არხი

დღის ამბები