26 იანვარი 2021,   08:32
ვრცლად
ოფიციალურად - საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებულია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებულია. საბერძნეთში მიმდინარე ტურნირის ბოლო შეხვედრაში საქართველო იტალიის ნაკრებთან 73:65 დამარცხდა, თუმცა გათამაშების საუკეთესო გუნდის წოდება მაინც მოიპოვა.

საქართველომ აკროპოლისის თასზე 2 მატჩის მოგება მოახერხა. ქართველმა კალათბურთელებმა ჯერ მასპინძელი საბერძნეთი დაამარცხეს, შემდეგ კი სერბეთი.

აკროპოლისის თასის შემდეგ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე იასპარეზებს. 31 აგვისტოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ლიტვა იქნება.

 

ფოტო: europebet

დღის ამბები