26 იანვარი 2021,   19:57
ვრცლად
საბერძნეთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სერბეთიც დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთში მიმდინარე აკროპოლისის თასის გათამაშებაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა საბერძნეთის დამარცხების შემდეგ სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს 68:66 მოუგეს.

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია 21 ქულით, 13 მოხსნითა და 3 პასითიყო. გიორგი ცინცაძემ 9 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი კი გიორგი შერმადინმა.

აკროპოლისის თასზე საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას ხვალ იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღის ამბები