26 იანვარი 2021,   19:42
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა და კარიერის საუკეთესო პოზიციაზე იმყოფება

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს განახლებულ რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 51-ე ადგილს იკავებს, რაც ბასილაშვილის კარიერის საუკეთესო შედეგია. აქამდე ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი 53-ე პოზიცია იყო.

ხვალ ქართველი ჩოგბურთელი ლონდონის ტურნირზე იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერი ჟილ მიულერი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი საუკეთესო TOP 50-ის წევრი გახდება.

შეხვედრა 20 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები