26 იანვარი 2021,   19:27
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსზე იასპარეზებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ჟო-ვილფრედ ცონგასთან დაძაბულ ბრძოლაში 2:6, 6:3, 6:1 დამარცხდა და ასპარეზობას დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე გააგრძელებს.

ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე 32 წლის ჟილ სიმონსი იქნება. სიმონსი ATP-ის რეიტინგში ამჟამად 32-ე პოზიციას იკავებს, თუმცა მისი საუკეთესო მაჩვენებელი მე-6 ადგილია და ATP-ის რანგის 12 ტიტული აქვს მოპოვებული.

შეხვედრა სავარაუდოდ 29 მაისს დაიწყება.

დღის ამბები