26 იანვარი 2021,   20:18
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილს ტრავმის გამო 2 კვირა გაუცდება

საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ტრავმის გამო 2 კვირა გაუცდება. ბასილაშვილს ფეხის ტრავმა გაურთულდა, რომელიც მან გასულ თვეს მარაქეშის ტურნირის დაწყების წინ მიიღო და სწორედ ამიტომ ქართველმა მაროკოს პირველობა გამოტოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენი ყველა უაზლოეს დაგეგმილ ტურნირს გამოტოვებს და საფრანგეთის ღია პირველობის (როლან გაროსი) ძირითად ბადეში სათამაშოდ მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ღია პირველობა 22 მაისს დაიწყება.

 

დღის ამბები