18 ოქტომბერი 2021,   12:43
ვრცლად
"პირველი დეკემბრიდან ყველას მაგიდაზე ყველა დოკუმენტაცია იყო"- დიდი პალატის მოსამართლეები "რუსთავი 2-ის" საქმეზე საუბრობენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთეს. მოსამართლეების თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურად თავისუფალი იყო. 

„გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და კანონიერი, სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს აღსრულება, თუმცა ეს იყო პრეცედენტული იმ გაგებით, რომ ამ საკითხზე მას არასოდეს გამოუყენებია ამგვარი გადაწყვეტილება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სტრასბურგს ჩვენი დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჰქონია, მას არ ჰქონდა საშუალება, გასცნობოდა სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილს. ყველა მტკიცებულება არის საყოველთაოდ ცნობილი მტკიცებულება, რომელსაც მხარის მიერ დამატებითი მტკიცება არ სჭირდება, მთავარია, რომ მან ის მიუთითა, პირველი ის, რომ მიერ წარდგენილია მითითება იმის შესახებ რომ 2008 წელს სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა ამაზე ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე დევს, შემდგომი ეს არის პარლამენტის აქტი, იძულების საკითხთან დაკავშირებით შეფასება პარლამენტის მიერ გაკეთებულია,“- განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, მაია ვაჩაძემ.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრების განცხადებით, მათ პირველი დეკემბრიდან ჰქონდათ საქმის მასალებზე წვდომა.

„პირველი დეკემბრიდან ყველას მაგიდაზე ყველა დოკუმენტაცია იყო, რაც დიდი პალატის წევრებს გადაეცემათ. არანაირი კომუნიკაცია ამ თემაზე არავის არ ჰქონია, “- აღნიშნა მოსამართლე მაია ვაჩაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე არ პასუხობს კითხვას, თუ ვინ რამდენ ხანში გაეცნო საქმის მასალებს. მან ასევე განაცხადა, რომ ზეწოლა არ დაუდასტურებია და გამოძიება განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს. მისი თქმით, დიდი პალატის მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლებრივი. 

 

დღის ამბები